სპარტაკ პოლეიანი: ბურჯანაძის და ვაშაძის ვიზიტს მოსკოვში, რატომ არ აპროტესტებს ოპოზიცია საინტერესოა?!

,,ქართული ოცნების” წევრი

,,ქართული ოცნების” წევრი სპარტაკ პოლეიანი , ”ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის და გრიგოლ ვაშაძის რუსეთში ვიზიტს ეხმაურება:

ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში მოსვლის დღიდან,ოპოზიცია სულ იმას გაიძახის,რომ ივანიშვილი პრორუსულია და რომ რუსეთის დაკვეთას ასრულებს,საინტერესოა რას ფიქრობს ახლა გაერთიანებული ოპოზიცია ნინო ბურჯანაძის და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტზე მოსკოვში,რატომ არ აპროტესტებენ მათ წასვლას,რატომ არ ამბობენ ვიზიტის მიზანს,თუმცა გასაკვირი რა არის,მათი ვამპირი ლიდერი სააკაშვილი და მისი ბიძა ალასანია,ხომ სწორედ რუსეთის საკეთილდღეოდ მუშაობენ,თუნდაც რად ღირს ერთი მაგალითი-აგვისტოს ომი,სადაც უდანაშაულო ჯარისკაცები და უიარაღო მოსახლეობა შეეწირა.
მიშამ სწორედ ის ტერიტორიები რაც,საქართველომ დაკარგა,რუსეთს გადასცა.
კარგად ვიცით ყველაფერი და სწორედ ეს გვაღიზიანებს,როცა პირდაღებული,უსინდისო ოპოზიცია ივანიშვილს ადანაშაულებს პრორუსიზმში და ამ დროს თვითონ დარბიან პუტინის კარზე, ”მაგრამ არაუშავს” საღად მოაზროვნე საზოგადოებამ კარგად იცის შავის და თეთრის გარჩევა,ასე რომ აზრი არ აქვს არც აქეთ იქით სირბილს და არც ვიღაცის კარზე ჭორაობას,მოსახლეობა გადაწყვეტს 2020 ში თუ ვის დაუჭიროს მხარი და ეს რათქმაუნდა ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა,ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! –აღნიშნა პოლეიანმა.

newsplus.ge

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button