მეტროს სადგურმა „ვარკეთილი“ მუშაობა განაახლა

მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“, რომელიც დაკვამლიანების გამო მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა, მუშაობა განაახლა. ამის შესახებ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ განაცხადა.   დაკვამლიანებასთან დაკავშირებით შეტყობინება ზუსტად 17:00 საათზე შევიდა.

დაკვამლიანების გამო მატარებლები მხოლოდ მეტროსადგურ „სამგორამდე“ გადაადგილდებოდნენ. კომპანიაში თქვეს, რომ ტექნიკური ხარვეზი ქვესადგურზე დაფიქსირდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button