კალაძე ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტზე: „გერმანული მოდელის“ ჩამოსატანად არის წასული, დაველოდოთ

„გერმანული მოდელის“ ჩამოსატანად არის წასული და დაველოდოთ“, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს.

კალაძემ ე.წ. გერმანულ მოდელზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი მიღება საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია.

„ჩემზე კომპეტენტურებს, ვინც პროფესიონალია ამ საქმეში ჰქონდათ შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და კიდევ ერთხელ დაანახეს მათ რომ გერმანული მოდელის მიღება საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად გაემგზავრა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button