პანკისში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

პანკისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 2 პირს ბრალი ოფიციალურად ცოტა ხნის წინ წარედგინა.

ადვოკატის ელენე ქიშმარის თქმით, არბი ქავთარაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და თავს დამნაშავედ ცნობს. რაც შეეხება რამაზ ქავთარაშვილს, ქიშმარია ამბობს, რომ საქმის მასალებს გაცნობის შემდეგ, კონკრეტულ გადაწყვეტილებას დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად მიიღებს.

უფლებადამცველმა ბრალდებულები კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მოინახულა.

ორივე ბრალდებულის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს, თუმცა რომელ საათზე გაიმართება პროცესი, ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარების მუხლებით დაიწყო.

შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში 27 ნოემბერს მოხდა. ორ გვარს შორის დაპირისპირების დროს 36 წლის ვისური მუთოშვილი მოკლეს, დაიჭრა კონფლიქტის მონაწილე სამი ადამიანი.

მომხდარის მიზეზად ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის პირადი კონფლიქტი სახელდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button