„ოცნების“ ოფისთან დაპირისპირების დროს აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები ადგილზე უწევენ დახმარებას.

ტერიტორიაზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. მმართველი პარტიის მხარდამჭერები პერიოდულად აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უპირისპირდებიან და შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართვენ.

პოლიცია ვითარების განმუხტვას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით ოფისის მიმდებარედ რამდენიმე ადგილზე დაპირისპირება გრძელდება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button