ერაყში უსაფრთხოების ძალებმა სულ ცოტა 30-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს

ერაყში დემონსტრანტების ირანის საკონსულოზე თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა სულ ცოტა 30-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს. გასულ თვეში დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ დღევანდელი დღე ყველაზე სისხლიანი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სულ ცოტა ოცი ადამიანი დაიღუპა, ქალაქ ნასირიას სამხრეთით აქციის მონაწილეების მიერ დაკავებული ხიდის გაწმენდის დროს.

სამართალდამცველებმა ოთხი მომიტინგე მოკლეს ქვეყნის დედაქალაქ ბაღდადში მდინარე ტიგროსთან ახლოს, სადაც უსაფრთხოების ძალებმა ასევე რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

დღეს ერაყის ქალაქ ნაჯაფში დემონსტრანტები ირანის საკონსულოს თავს დაესხნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს.

საკონსულოს თანამშრომლებმა შენობის დატოვება დემონსტრანტების შეჭრამდე მოასწრეს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ერაყში ირანის საკონსულოზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა. 4 ნოემბერს ანალოგიურ ფაქტს 3 ადამიანი ემსხვერპლა.

ერაყში საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა. 31 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ადელ აბდელ მაჰდიმ გადადგომის და ახალი არჩევნების დანიშვნის მზადყოფნა გამოთქვა. აშშ-მა ერაყის ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button