ახალ ზელანდიაში შიდსით დაავადებულთათვის მსოფლიოში პირველი სპერმის ბანკი შეიქმნა

ახალ ზელანდიაში შიდსის ვირუსის (აივ) მატარებელთათვის მსოფლიოში პირველი სპერმის ბანკი შეიქმნა. The New Zealand Herald-ის ცნობით, ბანკს Sperm Positive ეწოდება. ბანკის დონორობა შეუძლიათ კაცებს, რომელთაც აქვთ შიდსის ვირუსი, თუმცა მისი სქესობრივი გზით გადაცემის რისკი არ არსებობს.

Sperm Positive შეიქმნა ახალ ზელანდიაში შიდსთან ბრძოლის ფონდის და ასევე ორგანიზაცია Positive Women и Body Positive-ს მხარდაჭერით, რომელიც შიდსით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალ ზელანდიაში შიდსით დაავადებულთა მიმართ სტიგმა არსებობს. გამოკითხულთა 38%-ს არ სურთ, ჰყავდეთ აივ დადებითი მეზობელი ოთახში, ხოლო 42%-ს არ სურს, რომ შიდსით დაავადებულმა ადამიანმა საკვები მოუმზადოს.

Body Positive-ის აღმასრულებელი დირექტორის მარკ ფიშერის განცხადებით, ბანკის მომსახურება იმ აივ დადებით კაცებს დასჭირდებათ, რომელთაც იციან დაავადების შესახებ და მიაჩნიათ, რომ არ შეუძლიათ პარტნიორი ჰყავდეთ. „ჩვენ გვინდა ვუთხრათ აივ დადებით ადამიანებს, რომ მათ შეუძლიათ ჰყავდეთ შვილი და მათ თუ დასჭირდებათ სპერმის ბანკი, დავეხმარებით“, – აცხადებს  მარკ ფიშერი.

ახლა პროექტში Body Positive სამი დონორი მონაწილეობს. ერთ-ერთი მათგანია 45 წლის დანიელ რულ-ნილი, რომელსაც შიდსი 20 წლის წინ აღმოაჩნდა. 18 წელია მისი ვირუსის სტატუსი განუსაზღვრელია. მას ჰყავს ცოლი და სამი შვილი. ორი მათგანი ბიოლოგიური შვილია და მაშინ დაიბადნენ, ვიდრე შიდსის დიაგნოზს დაუსვამდნენ.

„მინდა იცოდნენ ადამიანებმა, რომ დიაგნოზის შემდეგ ცხოვრება გრძელდება და მკურნალობის შემთხვევაში, ბავშვის ყოლა არის უსაფრთხო“- ამბობს დანიელ რულ-ნილი.

ბოლო სტატისტიკით, ახალ ზელანდიაში აივ/დადებითი სტატუსი 3500 ადამიანს აქვს. ქვეყნის მოსახლეობა 5 მილიონია. ბოლო აივ დადებითი ბავშვი ქვეყანაში 2007 წელს დაიბადა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button