შსს განმარტავს, რა იგულისხმა ვაჟა სირაძემ განცხადებაში წყლის ჭავლის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს იმ ფორმულირებას, რომ თითქოს უწყება არ დაეთანხმა საპატრულო პოლიციის უფროსი განცხადებას აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოუყენებლობის შესახებ.

უწყებაში განმარტავენ, რომ ვაჟა სირაძე განცხადებაში, რომ წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ, გულისხმობდა პოლიციურ ძალების და არა სპეცრაზმის მოქმედება. მანამდე შსს-ში განაცხადეს, რომ სირაძის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება.

„გუშინ დაიწყო საპროტესტო აქცია და გადაიზარდა კანონდარღვევაში, ვინაიდან გაკრვეულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდნენ და აღნიშნული პირები ჩამოიყვანეს რუსთაველის გამზირზე. ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის“-განაცხადა ვაჟა სირაძემ.

სპეცრაზმი პარლამენტთან დაახლოებით დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოყენებული იყო წყლის ჭავლიც. რუსთაველის გამზირზე მეეზოვეებმა გზა დაასუფთავეს. აღდგა საავტომობილო მოძრაობაც.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 28 ადამიანი დააკავეს

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button