კოალა, რომელიც ავსტრალიელმა ქალმა ხანძრისგან გადაარჩინა, მოკვდა

კოალა სახელად ლიუსი, რომელის გადასარჩენად ავსტრალიელი ქალი ცეცხლში შევარდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ Daily Maily წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გადარჩენის შემდეგ ლიუსი კოალების ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მისი დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო. ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ ცხოველი გამოკეთდებოდა, მაგრამ მისი მდგომარეობა უარესდებოდა. ვეტერინარებმა ლიუისის დაძინება გადაწყვიტეს.

ტონი დოერტიმ ლიუსი რამდენიმე დღის წინ გადაარჩინა.  მან სწრაფად გაახვია ცხოველი მოსაცმელში, ცეცხლს გამოარიდა და თავშესაფარში მიიყვანა.

“ეს უბრალოდ ბუნებრივი ინსტინტქტი იყო”, – თქვა დოერტიმ.

ავსტრალიაში, ტყის ხანძრების გამო, განგაშის დონე „კატასტროფულია“. ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს აღწვს. ხელისუფლებამ 10 ათას სახლსა და ბიზნესცენტრს ელექტროენერგიის მიწოდება შეუჩერა, რათა ხანძრის გაჩენის რისკები შეამციროს.

ბოლო ინფორმაციით, ავსტრალიაში, ტყის ხანძარს 350 კოალა ემსხვერპლა. ავსტრალიაში კოალების საერთო რაოდენობა კი 600 აღწევს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button