გორში ჯარისკაცი დაჭრეს

გორში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. დაშავებული ჯარისკაცია, თუმცა ის დათხოვნაში იყო. დაჭრილი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. მას ბასრი საგნით მიყენებული შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა. ოპერაციის შემდეგ ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების საფუძველზე, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button