„გირჩის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა

პარტია „გირჩის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა.

ახალგაზრდები ადგილზე „ხატებით“ მივიდნენ, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილი იყო გამოსახული. მათ ადგილზე სანთლები დაანთეს და იგალობეს.

ამასთან, მათ იმღერეს სიმღერა „ვხედავ მეცხვარეს“.

აქტივისტების თქმით, ინსპირაცია „ბერი ნარიმანის მრევლი იყო“ და ამ ფორმით მათ ცოცხალი ადამიანის გაფეტიშება გააპროტესტეს. მათივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს მხარდამჭერები ღმერთად აღიქვამენ და ეს მათთვის მიუღებელია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button