აქციის მონაწილეებმა პარლამენტის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს

ოპოზიციის ლიდერები და აქტივისტები პარლამენტის შესასვლელისკენ დაიძრნენ.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ოპოზიციის ლიდერებმა ჩიტაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ისევ რუსთაველის გამზირს დაუბრუნდებიან. ლიდერების თქმით, ხვალინდელი პიკეტირებისთვის ემზადებიან.

„მივეცით პირობა ბიძინა ივანიშვილს, რომ ფეხს არ მოვიცვლით, ვიდრე არ გავიმარჯვებთ. გადავალთ ჩიტაძის მხარეს, ჩავდგებით წინ და დავარტყამთ ცოცხალ ჯაჭვს პარლამენტს. დაინახონ ჩვენი ძალა, რომ ეს პარლამენტი არ ეკუთვნით ბიძინა ივანიშვილის მონებს. პარლამენტი ეკუთვნის ხალს. ჩვენი პროტესტი არაძალადობრივია“ ,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, ხვალ კი პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ.

აქციის მონაწილეებიის მიზანია, ხვალ დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ რიგ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დააყენებს.

ოპოზიციამ კი განაცხადა, რომ არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებასთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button