„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული 3 აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

საქალაქო სასამართლომ 21 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებულები გაათავისუფლა. საუბარია მოძრაობა „შეცვალეს” წევრებზე.

ნიკა ფარულავა, ბექა პაპაშვილი და ოთარ შენგელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლო მათ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე 25 ნოემბერს, 16:00 საათზე იმსჯელებს. მანამდე სასამართლომ „შეცვალეს“ კიდევ ერთი წევრი ტიტე გედენიძე არ სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

აქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან იმ დროს იმართებოდა, როცა ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდებოდა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა და ელჩებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button