წყალტუბოში “ევროპულმა საქართველომ” და მათმა მხარდამჭერებმა , მაჟორიტარ დეპუტატის ოფისზე ბოქლომის დადება სცადეს

წყალტუბოში “ევროპულმა საქართველომ”  და მათმა მხარდამჭერებმა , წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანის,სამაჟორიტარო ბიუროს ოფისის და ასევე საკრებულოს კარებზე,ბოქლომის დადება სცადეს თუმცა, მოქალაქეებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

ოპოზიციის წევრები და აქტივისტები პროტესტის ნიშნად სახელმწიფო შენობებს სიმბოლურად ბოქლომებს ადებენ.

18 ნოემბერს ოპოზიციის წევრებსა და აქციის მონაწილეებს პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტის შენობაც და ამბობდნენ რომ დეპუტატებს არ მისცემდნენ შენობაში შესვლის საშუალებას და დისკომფორტს შეუქმნიდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ისინი დაშალა.

 

newsplus.ge

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button