ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაშვილებში ხანძრის შედეგად შვიდი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაშვილებში ხანძრის შედეგად შვიდი საცხოვრებელი სახლი და ხუთი დამხმარე ნაგებობა დაიწვა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.

ხულოს მერის ინფორმაციით, ხანძარის შედეგად არავინ დაშავებულა.

“დაშავებული საბედნიეროდ არავინ არ არის. სასწრაფო დახმარებამ ერთ პირს ადგილზე გაუწია დახმარება. ემოციური ფონი ჰქონდა. ცეცხლი ღამის სამ საათზე გაჩნდა. ყველას ეძინა, ერთმა მეზობელმა დაინახა და ყვირილზე გაეღვიძათ. ახლოს იყო ხის სახლები და ცეცხლი უცებ გავრცელდა”,- განაცხადა ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ.

მისივე ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დღესვე მოხდება დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო ადგილას გაყვანა და მათი ქირით უზრუნველყოფა. საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების შემდეგ დაზარალებულ ოჯახებს გაეწევათ პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი ფინანსური დახმარება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button