„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებული ოთხი მოქალაქის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მოძრაობის „შეცვალე“ წევრები წუხელ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

დაკავებულების უფლებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი იცავს. მისი განცხადებით, დაკავებულები არიან ოთარ დანელია, ბექა პაპაშვილი, ტიტე გედენიძე და ნიკა ფარულავა.

შსს-ს ინფორმაციით, სამივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აიყვანეს, რაც წვრილმან ხულიგნობსა და სამართლდამცველების დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მეოთხე მოქალაქეს კი ბრალად მხოლოდ სამართლადამცველების დაუმორჩილებლობა ედება.

აქცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან იმ დროს იმართებოდა, როცა ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდებოდა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა და ელჩებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button