აშშ-ში ქირურგიულ ჩარევამდე პაციენტი გაყინეს და ჰიპოთერმულ მდგომარეობაში გადაიყვანეს

გამოცემა New Scientist-მა დაწერა პირველ პაციენტზე, რომელიც ექიმებმა რეანიმაციაში ყოფნისას გაყინეს და ჰიპოთერმულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ამ პროცედურის მიზანია დროის მოგება ქირურგიული ჩარევის დროს.

გამოცემის ცნობით, ამ შემთხვევაში გულის გაჩერებისას არ ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქსოვილების დაზიანება. ოპერაცია აშშ-ში მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარდა. ამ პროცედურის მოლოდინშია მძიმედ ტრავმირებული კიდევ 10 პაციენტი.

რეანიმატოლოგი სემუელ ტიშერმანი, (რომელსაც ჟურნალისტები ესაუბრნენ) რომელიც ამ მეთოდიკის ავტორია, სხვა დეტალებზე არ საუბრობს. მან მედიასთან არც პაციენტის ვინაობა დაასახელა და არც ის თქვა თუ რა შედეგზე გავიდა. თუმცა რენიმატოლოგი ამ ტექნოლოგიაზე კარგახანია საუბრობს და ამის შესახებ ბევრი რამ არის ცნობილი.

მეთოდის აზრი იმაშია, რომ დროებით შემცირდეს პაციენტის ქსოვილის მოთხოვნა ჟანგბადზე და ამის ხარჯზე მოხდეს დროის მოგება და სისხლის მიმოქცევის აღდგენა. ითვლება, რომ ნორმალური ტემპერატურის დროს იშემია – (სისხლის მიმოქცევის მოშლა) იწვევს გამოუსწორებელ შედეგებს ტვინში, გულის გაჩერებიდან 5 წუთში. გულს სისხლის მიწოდების გარეშე შეუძლია 20 წუთი გაძლოს. გაყინვის მეთოდით, რენიმატოლოგებს იმედი აქვთ რომ ამ დროს 1-დან 2 საათამდე გაზრდიან. ამ ეტაპზე ზუსტი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.

კვლევაში, რომელიც მერილენდის უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარეობს, ათი პაციენტის ჩართვა იგეგმება. „გაყინვის მეთოდის დანერგვა 2010 წლიდან დაიწყო, თუმცა პირველ პაციენტებზე მეთოდი აშშ-ში ახლა დატესტეს. ძირითადად ამ პროცედურას გულის და ფილტვების ოპერაციის დროს იყენებენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button