ავსტრალიელი ქალი კოალას გადასარჩენად ცეცხლში შევარდა (ვიდეო)

ავსტრალიაში ძლიერმა ხანძარმა ასობით ჰექტარი მოიცვა, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ხანძრების შედეგად არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ცხოველებიც ზარალდებიან, რომლებსაც უსაფრთხო ადგილებამდე მიღწევა ძალიან უჭირთ.

თუმცა ადამიანები მათ გასაჭირში არ ტოვებენ. ავსტრალიელი ტონი დოერტი კოალის გადასარჩენად ცეცხლში შევარდა. მან სწრაფად გაახვია ცხოველი მოსაცმელში, ცეცხლს გამოარიდა და თავშესაფარში მიიყვანა.

“კი ეს უბრალოდ ბუნებრივი ინსტინტქტი იყო”, – ამბობს ტონი დოერტი.

ავსტრალიაში, ტყის ხანძრების გამო, განგაშის დონე „კატასტროფულია“. ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს აღწვს. ხელისუფლებამ 10 ათას სახლსა და ბიზნესცენტრს ელექტროენერგიის მიწოდება შეუჩერა, რათა ხანძრის გაჩენის რისკები შეამციროს.

ბოლო ინფორმაციით, ავსტრალიაში, სამხრეთის შტატ ახალ უელსში ტყის ხანძარს 350 კოალა ემსხვერპლა. ავსტრალიაში კოალების საერთო რაოდენობა 600 აღწევს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button