სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს – საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დაკავებული ექიმის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, თელავი, ოზურგეთი, თბილისი…  ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, მედიკოსებმა “თეთრი ხალათების” აქცია გამართეს.

ექმიებმა სამედიცინო დაწესებულებების წინ რამდენიმეწუთიანი, სიმბოლური, მდუმარე აქცია გამართეს.

“თეთრი ხალათების“ აქცია ბათუმში-საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ბათუმელი კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ. მედიკოსები მოუწოდებენ რუს კოლეგებს გამოიჩინონ გულისხმიერება და სოლიდარობა გამოუცხადონ ქართველ ექიმს.

“ვაჟა ჩვენი მეგობარია, მისი საქციელი არის გმირობა. ჩვენ გვეამაყება, რომ ვაჟას მეგობრები და კოლეგები ვართ. ეს არის სწორედ ქვეყნის ინტერესების გამოხატვა და ასეთი საქციელით, ასეთი ერთად დგომით აშენდება ქვეყანა. თავისუფლება ვაჟას, ჯანმრთელობას ვუსურვებთ და გვჯერა, რომ მალე ჩვენს გვერდით იქბება,”- განაცხადა ნევროლოგმა შორენა ვაშაძემ. ბათუმში აქცია სამედიცინო დაწესებულება “მედცენტრის” ორგანიზებით გაიმართა.

“თეთრი ხალათის” აქციას შეუერთდნენ კახეთში. თელავის რეფერალური საავადმყოფოს ექიმები ეზოში შეიკრიბენენ და კოლეგა, ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მედიკოსები იმოდოვნებენ, რომ ცხინვალის იზოლატორიდან გაფრინდაშვილს უახლოეს პერიოდში გაათავსუფლებენ.

სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს-“თეთრი ხალათების” აქციას ქუთაისელი ექიმებიც შეუერთდნენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კლინიკების ეზოში შეიკრიბნენ და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ უკანოდ არის დაკავებული და ის, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

“აღშფოთებული ვართ ექიმის უკანონი დაკავების გამო, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ასრულდება. სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ჩვენი სამშვიდობო აქციით ვუერთდებით “თეთრი ხალათების” აქციას და მოვითხოვთ ჩვენი კოლეგის გათავისუფლებას, რომელიც უსამართლოდაა დაკავებული. ვაჟა გაფრინდაშვილი არის გმირობის მაგალითი და აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება”-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ცხინვალში დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილისადმი თანადგომის აქცია გაიმართა ფოთშიც. “თეთრი ხალათების”აქცია დღეს ფოთის ჰოსპიტალის წინ გაიმართა. მედიკოსებმა მდუმარე აქციით გამოხატეს თანადგომადგომა ცხინვალში დაკავებული ექიმისადმი. აქციის მონაწილეების განცხადებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაფრინდაშვილი უკანონოდ არის დაკავებული

“თეთრი ხალათების” აქციას ზუგდიდელი მედიკოსები შეუერთდნენ. ისინი ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და მის დაუყოვნებლისვ გათავისუფლებას ითხოვენ. ექიმები ამბობენ, რომ მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

“თავისუფლება ვაჟა ექიმს!- მოვუწოდებთ და კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს, კოლეგებს, რომ გამოუცხადონ მას მხარდაჭერა,”-თქვა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ.

აქციას ზუგდიდში მოქმედი სხვადასხვა კლინიკაც შეუერთდა.

“თეთრი ხალათების” აქციას გურიაშიც შეუერთდნენ. ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია ოზურგეში, სამედიცინო ცენტრ “მედალფას”  წინ გაიმართა. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ისინი კოლეგას მხარდაჭერას უცხადებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან მალე გათავისუფლდება.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა. დე ფაქტო უწყება მას “საზღვრის” განზრახ, უკანონო კვეთას ედავება. დაკავებულს საოკუპაციო რეჟიმმა 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button