იტალიაში გაათავისუფლეს მწვრთნელი, რომლის გუნდმაც ფეხბურთში 27:0 მოიგო

იტალიურ ფეხბურთში უცნაური და კურიოზული შემთხვევა მოხდა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს მთავარი მწვრთნელი, რომლის გუნდმაც ანგარიშით 27:0 მოიგო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

საფეხბურთო კლუბ „ინვიქტა საუროს“ პრეზიდენტმა, პაოლო ბროგელიმ განაცხადა, რომ დაფიქსირებული ანგარიში არ შეესაბამება ბავშვთა ფეხბურთში არსებულ ფასეულობებს და, შესაბამისად, მასიმილიანო რიჩინი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩენას არ იმსახურებს.

ბროგელიმ Facebook-ზე მეტოქე გუნდს, „მარინა კალჩოსაც“ მოუბოდიშა. უცნაური მიზეზით უსამსახუროდ დარჩენილი მასიმილიანო რიჩინის კომენტარი კი ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button