ოპოზიცია პარლამენტის შესასვლელს ქვიშის ტომრებით ბლოკავს

ოპოზიციამ პარლამენტის ცენტრალური შესასვლელთან ქვიშით სავსე ტომრები მიიტანა. ამ ტომრებით ისინი შესასვლელის დაბლოკვას გეგმავენ, რათა დეპუტატებს მუშაობის საშუალება არ მისცენ. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები იმყოფებიან.

ამის გამო გიგი უგულავასა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა, რადგან პოლიციამ პარლამენტთან ტომრებით დატვირთული მანქანა არ გაატარა. ამის შემდეგ დემონსტრანტებმა ტომრები შესასვლელთან ხელით მიიტანეს.

პარლამენტთან საპროტესტო აქციის ძირითადი ნაწილი დასრულდა, თუმცა ადგილზე ისევ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე აქციის მონაწილეთა ნაწილი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button