ოპოზიცია ამბობს, რომ ხალხის დაუკითხავად შექმნის ალტერნატიულ მთავრობას, რათა უმრავლესობას არჩევნები არ ჩაატარებინოს, ისინი ამით ქართველ ხალხს ხმის უფლებას ართმევენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ მათ არჩევნების ეშინიათ, იციან რომ წააგებენ. ოპოზიცია დემოკრატიას ამოფარებული კრიმინალების ჯოგია, როგორც ადრე მიხეილ სააკაშვილი ეძახდა “ჩარეცხილების”, ბედის ირონიით სწორედ ჩარეცხილები გააერთიანა მესამე პრეზიდენტმა.
ჩვენ სახეზე გვყავს მოძალადე ოპოზიცია, რომლებიც მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის მოქმედებენ და რომლებმაც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გუბაზ სანიკიძესავით მილიონები უნდა იშოვონ და ურჩი ხალხი დასაჯონ, მოაწყონ 7 ნოემბერი, 26 მაისი, 8 აგვისტო და ბოლოს ბოლო მოუღონ ქვეყნის სუვერენიტეტს, სადაც პარლამეტის თავზე რუსეთის ფედერაციის დროშა იფრიალებს.
უბრალოდ სასაცილოა ეს ყველაფერი, ეს დიდი ღალატია.
ქართველი ხალხი მშვიდობის და და სტაბილურობის მომხრეა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება უზრუნველყოფს.
უნდა შეიქმნას პეტიცია, სადაც მოთხოვნილი იქნება დაიშალოს ოპოზიციის აქციები და გაიწმინდოს რუსთაველი დესტრუქციული ძალებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, რომლებიც ცდილობენ საკუთარი მიზნებისთვის მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირონ რაც სასტიკად მიუღებელია, როგორც ხელისუფლებისთვის ასევე ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ეს რევოლუციური სცენარისთვის მზადებას ჰგავს, რომელიც სავარაუდოდ ქვეყნის გარედან იმართება და ფინანსდება.,,-აღნიშნა თორდიამ