თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი მოკლული იპოვეს

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ინფორმაციას შსს ადასტურებს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button