პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და უმრავლესობის წევრი დაჩი ბერაია, ასევე უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ.

მანამდე, გედევან ფოფხაძემ დაჩი ბერაიას ნაბიჭვარი უწოდა. დაპირისპირება ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა. პარლამენტში, ამ დროისთვის, შესვენებაა გამოცხადებული.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button