„ჩემი შვილი მოტყუებით გადაიღეს“ – ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მონაწილის მამა

რეჟისორ ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ერთ-ერთ ეპიზოდში მონაწილე არასრულწლოვანის მამა, ზურაბ ღვინიაშვილი აცხადებს, რომ მისი 10 წლის შვილი ფილმში მოტყუებით გადაიღეს.

ზურაბ ღვინიაშვილი მოითხოვს, რომ ფილმიდან ამოიღონ სცენა, სადაც მისი შვილი ფიგურირებს და მოუწოდებს სამართალდამცველებს დასაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ბავშვები გადაღებაზე მოტყუებით წაიყვანეს.

„მოვიდნენ საბავშვო თეატრალურ სტუდიაში ბავშვების წასაყვანად. მოგვატყუეს, გვითრეს, რომ იყო ქართული ტრადიციული ფილმის გადაღებები. ეჭვსაცვერ შევიტანდით, რომ ამ ფილმში იყო ასეთი სცენები. ფილმი შარშან გადაიღეს და ბავშვი 10 წლის იყო. ჩემი მეუღლეც ახლდა გადაღებაზე, თუმცა არ იცოდა, რას იღებდნენ. სარჩელი შემაქვს სამართალდამცავ უწყებაში და მოვითხოვ, სრული სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მოტყუებით წაიყვანა ბავშვები. ასევე ვითხოვ, ამოიღონ ის კადრები, სადაც არასრულწლოვნები მონაწილეობენ“, – განაცხადა ზურაბ ღვინიაშვილმა.

ფილმში გადაღებული არასრულწლოვანის მამასთან ერთად, დღეს პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელმაც ფილმის რეჟისორისა და შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.

ბრეგაძის თქმით, პროკურატურისთვის მიმართვის პარალელურად, განცხადებს გაგზავნას გეგმავენ ისკარების აკადემიაში, რათა ფილმი,  ბავშვთა ტრეფიკინგის მოტივით, ნომინანტთა სიიდან ამოიღონ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button