ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თბილისში კინოთეატრ „ამირანთან“ განვითარებული მოვლენების დროს, მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.

ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარემ კი მოითხოვა გირაოს შეფარდება 3000 ლარის ოდენობით.

სასამართლო სხდომას დაზარალებული ანა სუბელიანი არ ესწრებოდა. შემდეგი სასამართლო სხდომა 24 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

ცნობისთვის. შალვა შევარდნაძეს ბრალი 118, 1 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან 6 თვითად 2 წლამდე შინაპატიმრობას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button