თუ ჩვენ არბიტრაჟში გადავიტანთ დავას სახელმწიფო სხვა ინვესტორს ვერ შემოიყვანს

ანაკლიის პროექტის განვითარების კონსორციუმი“ თუ ჩაიშლება და ჩვენ არბიტრაჟში გადავიტანთ დავას, სახელმწიფო სხვა ინვესტორებს ვერ შემოიყვანს, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

როგორ ახვლედიანი აცხადებს, რეპუტაციიდან გამომდინარე,დავაში მყოფ პროექტში ჩართვა არცერთ ინვესტპრს არ მოუნდება.

თუ ჩაიშლება კონსორციუმთან კონტრაქტი, ეს ქვეყნისთის იქნება უკიდურესად მძიმე ნაბიჯი, იმიტომ, რომ სხვა გზა არ დაგვრჩება, ჩვენ ჩვენი აქციონერების ინტერესებიდან გამომდინარე, მოგვიწევს წასვლა საარბიტრაჟო დავაში, რაც ძალიან დააზიანებს ამ პროექტს და როგორც წესი, სახელმწიფო ახალ ინვესტორებს ვერ შემოიყვანს, იმიტომ, რომ არცერთი მაღალი რეპუტაციის მქონე, არც დონორი და არც ინვესტორი, როცა დავაშია რაიმე პროექტი, იმ პროექტს რეპუტაციული რისკებიდან გამომდინარე, ვერ გაეკარება“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button