გურამ ფალავანდიშვილი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ”-ს ჩვენებას თბილისი გალერეაში აპროტესტებს

პოლიცია რომ არ იყოს, ფილმის ჩვენებას აუცილებლად ჩავშლიდით, ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა თბილისი გალერეას შენობაში ისაუბრა.

მისი თქმით პოლიციასთან დაპირისპირების თავიდან არიდების გამო ისინი მიწოლისგან თავს იკავებენ.

“ჩვენ წავედით სხვადასხვა ადგილას იმიტომ, რომ იქ მისულ ნებისმიერ ადამიანს და ახალგაზრდას ენახა, რომ ამ ფილმზე შესვლა არ ღირს. უმნიშვნელოვანესია, სანამ ფილმი არ დამთავრდება იქ დგომა, იმიტომ, რომ მათ უნდა იცოდნენ, ფილმს ისე ვერ უყურებენ ბოლომდე, თუ მათ პოლიცია და რაიმე ძალა, ეს ცუდი ხალხი არ იცავს. ეს ფილმი მშვიდად არ მიმდინარეობს, არის პროტესტი და რადგან პოლიციასთან დაპირისპირება არ გვინდა ამიტომ ვიკავებთ თავს მიწოლისგან, თორემ პოლიცია რომ არ იყოს, ამ ჩვენებას აუცილებლად ჩავშლიდით. ჩვენ ვთხოვთ პოლიციელებს, რომ მათ აღასრულონ თავიანთი მოვალეობა და ჩაშალონ ჩვენება, ან გაიწიონ და ჩვენ შეგვიშვან,” – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button