გერმანიამ გვაჩვენა რომ ოკუპაციის დასრულება შესაძლებელია

ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა.

„გერმანიამ გვიჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ოკუპაციის დასრულება შესაძლებელია. დღეს ჩვენი კედელი მავთულხლართებია საოკუპაციო ხაზზე, სიძულვილის ენა, შეუწყნარებლობა. ამის მოშლა ჩვენზეა დამოკიდებული. გუშინ ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წელი აღინიშნა“, – დაწერა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ბერლინში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button