ტრამპი შესაძლოა, მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებს დაესწროს

აშშ-ის პრეზიდენტი შესაძლოა, მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებს დაესწროს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს აპირებდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის მიწვევაზე დადებით პასუხს.

ტრამპმა ომის დასრულების აღნიშვნას დიდი საქმე უწოდა.

„სასიამოვნოა, რომ მიმიწვიეს. თუ შევძლებ, წავალ“, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

ყოველწლიურ აღლუმს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს. რუსეთი ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავს განსაკუთრებული პომპეზურობით აღნიშვნას გეგმავს.

28 ივნისს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოსაკაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა სამხედრო აღლუმზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაპატიჟა. 9 მაისს მოსკოვში აღლუმს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც დაესწრება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button