ტაჯიკეთისა და უზბეკეთის მდებარე საგუშაგოზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ტაჯიკეთისა და უზბეკეთის საზღვართან მდებარე საგუშაგოზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ France 24-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ტერორისტულმა დაჯგუფებამ ინტერნეტით გაავრცელა. „ყოვლისშემძლე ალაჰის წყალობით ქალიფატის ჯარისკაცებმა ტაჯიკი განდეგილების სასაზღვრო პოსტს თავს დაესხნენ“, – წერია განცხადებაში.

თავდასხმა საგუშაგოზე 6 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი დაპირისპირებისას, 15 მებრძოლი გაანადგურეს, 5 კი დაკავებულია. გარდა ამისა, დაიღუპა 1 მესაზღვრე და 1 სამართალდამცველი. 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button