11 000 მეცნიერი კაცობრიობას კლიმატური ცვლილებების საშიშროების შესახებ აფრთხილებს

11 000-მა მეცნიერმა და ეკოლოგმა გამოაქვეყნა მიმართვა სახელწოდებით „მსოფლიოს მეცნიერების გაფრთხილება საგანგებო კლიმატური მდგომარეობის შესახებ“. მათი ანგარიში ბრიტანულ ჟურნალ BioScience-ში დაიბეჭდა.

მეცნიერების მტკიცებით, კლიმატური კრიზისი უკვე დადგა და მდგომარეობა სპეციალისტების ვარაუდზე სწრაფად უარესდება. ცვლილებები ბუნების ეკოსისტემებს და კაცობრიობის ბედს უქმნის საფრთხეს.

ექსპერტები მთავრობებს კლიმატის ცვლილებების მიზეზების და შედეგების გადამწყვეტ ინდიკატორებზე კონტროლის დაწესებისკენ მოუწოდებენ. ასეთებად კი მოსახლეობის ზრდას, ხორცის მოხმარებას, მწვანე საფარის გაქრობას, ენერგიის მოხმარებასა და სხვა მაჩვენებლებს ასახელებენ.

ავტორებმა განაცხადეს, რომ კლიმატური კრიზისი მჭიდროდ უკავშირდება გადაჭარბებულ მოხმარებას, მათ შორის, სამგზავრო ავიარეისების რაოდენობის ზრდას. ამის შედეგი კი ხმელეთისა და ოკეანის ტემპერატურის ზრდა, ზღვის დონის მატება და გახშირებული სტიქიური მოვლენებია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button