ანჯელინა ჯოლის აშშ-ში ცხოვრება აღარ სურს

ანჯელინა ჯოლი საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლას აპირებს. ამის შესახებ მან Harpers Bazaar-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„სხვა ქვეყანაში მსურს ცხოვრება და როგორც კი ჩემს შვილებს 18 წელი შეუსრულდებათ, შტატებს დავტოვებ. ახლა კი იძულებული ვარ ვიყო იქ, სადაც მათი მამაა,“-აღნიშნა მსახიობმა.

რომელ ქვეყანაში აპირებს გადასვლას, ჯოლის არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ აფრიკა ყოველთვის ძალიან მოსწონდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button