განათლების მინისტრი თანამდებობას ტოვებს

განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი თანამდებობას ტოვებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის პოსტს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

“მიხეილ ბატიაშვილის თხოვნაა, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით”, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ.

ვინ ჩაიბარებს განათლების მინისტრის პოსტს ამ დროისთვის უცნობია.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button