სუსმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოების განახლების გამო ცხელი ხაზი აამოქმედა

მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ საოკუპაციო ძალებმა საინჟინრო სამუშაოები განაახლეს. მისი თქმით, ოკუპანტები აქტიურად მუშაობენ და, სავარაუდოდ, ორჭოსანიდან ხურვალეთის გავლით გდულეთი-ბერშუეთის მიმართულებით აწარმოებენ საინჟინრო სამუშაოებს.

„ხელისუფლება კი ისევ ჩუმად არის. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები გააქტიურდებიან საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთებზე, ხელისუფლება კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსებმა შეუფერხებლად იმუშაონ და ჩვენი მიწა-წყლის არაერთი კილომეტრი შეღობონ“, – წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.

ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკანონო სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. „ამ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აცხადებენ სუსში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button