მერაბ დვალიშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

შერეული საბრძოლო სახეობის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, „იუ ეფ სი“-ს (UFC) ქართველი სპორტსმენი მერაბ დვალიშვილი კორეაში გაემგზავრა, სადაც სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ინფორმაციას თავად ათლეტი  საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

„ბოლო ვარჯიში კორეაში გამგზავრებამდე. დღეს საღამოს სამხრეთ კორეაში მივფრინავ, სადაც სამბოში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. მაქვს პატივი საქართველოს ნაკრებთან ერთად მეც წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა, მხოლოდ საბრძოლო სამბოში და ყველაფერს გავაკეთებ ჩემპიონობისთვის“, – წერს დვალიშვილი სოციალურ ქსელში.


მსოფლიო ჩემპიონატი სამბოში 8-10 ნოემბერს გაიმართება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button