ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს ჯანსაღი თვალი დაკარგეო?!-მაკო გომური

20 ივნისს დაზარალებული, მაკო გომური სოციალურ ქსელში პოსტს წერს:

“მოკლედ 4თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის,არც გამოძიება ყოფილა დაწყებული:)
დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო,ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხოარ გქონდაო.წარმოიდგინეთ,მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა.ანუ -30 რომ მქონოდა ჯანდაბას,მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?;დ
პ.ს მგონი,ამათ ჰგონიათ,მარტო მხედველობა დავკარგე და თვალი ისევ მაქ;დ” -წერს მაკო გომური

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button