ევროკავშირმა ღია უნდა დატოვოს კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წევრობას ესწრაფვიან – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროკავშირმა ღია უნდა დატოვოს კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წევრობას ესწრაფვიან – ეს განცხადება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ სტოკჰოლმში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებულ მინისტერიალზე გააკეთა.

საკუთარ გამოსვლაში შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ მიზნებზე საუბრისას ხაზი გაუსვა “მეტი მეტისთვის” პრინციპის აუცილებლობას და წარმოადგინა შვედეთის ხედვა.

ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. დავით ზალკალიანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში საქართველოს სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ასოცირებული ქვეყნებისთვის აუცილებელია, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი ინტეგრაცია.

მინისტერიალის ფარგლებში ზალკალიანი სტოკჰოლმში უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებსაც შეხვდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button