ტოგოში ქართველი მეზღვაური გაიტაცეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ქართველი მეზღაურის გატაცებაზე ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს განცხადებით, გადამოწმდა გავრცელებული ინფორმაცია, რომ „მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ტოგოს დროით დაახლოებით დილის სამ საათზე შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს.

გემი ამჟამად გაჩერებულია ტოგოში, ლომეს პორტში. თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან 4 მეზღვაური გაიტაცეს. ერთი საბერძნეთის, ორი ფილიპინებისა და საქართველოს ერთი მოქალაქე.

„ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) საშუალებით დავუკავშირდით გემთფლობელ კომპანიას. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტი. ამასთან აღნიშნა, რომ ისინი მუშაობენ ეკიპაჟის წევრების გათავისუფლების საკითხზე. ასევე, ელოდებიან გამტაცებლების მხრიდან კომუნიკაციას, რომლიც კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, არსებული გამოცდილებით, უახლოეს ორი-სამი დღის განმავლობაში შეიძლება, შედგეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ ყველა შესაძლო გზით ქართველი მეზღვაურის ტყვეობიდან უსაფრთხოდ დასახსნელად.

უკვე დავუკავშირდით ოჯახის წევრებს. თუმცა, ქართველი მეზღვაურის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, არ გავრცელდეს მედიის საშუალებით მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button