იუსტიციის საბჭომ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტს მიმართა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად 1 ნოემბერს მიმართა.

დოლიძისთვის საბჭოს წევრობის შეწყვეტაზე შესაბამისი მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა 25 ოქტომბერს წარუდგინა.

გვრიტიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისადმი ამ მიმართვის საფუძველია ის, რომ ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ პოლიტიკუ საქმიანობას ეწევა.

მისი თქმით, დოლიძემ არაერთხელ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები, მათ შორის მოითხოვა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაც. ამასთან, იუსტიციის საბჭოს წევრების მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არამხლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ აზიანებს მის თანამდებობაზე დამნიშვნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ საკითხზე 2019 წლის 11 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.  პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის  იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არამოსამართლე წევრ ანა დოლიძის გაწვევის წინაპირბას ვერ ხედავს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button