ვანდალური ფაქტი ახალქალაქში

ვანდალიზმი ახალქალაქში – სოფელ ხულგუმოსთან  მდებარე სამლოცველო წელს უკვე მეორედ დაარბიეს. შემთხვევა გუშინ, გ ღამით მოხდა. ადგილზე მისულ მრევლს ხატები დამტვრეული  დახვდათ, საეკლესიო ნივთები კი ძირს დაყრილი.

შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ან სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით ისჯება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button