Microsoft-მა ბრაუზერ Edge-ის ახალი ლოგო წარადგინა

კომპანია Microsoft-მა ​ბრაუზერ Edge-ის ახალი ლოგო წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრაუზერის წინა ლოგო კომპანიამ 2015 წელს წარადგინა და ის Edge-ის წინამორბედის, Internet Explorer-ის ლოგოს ჰგავდა. ახალი ლოგო Edge-ის ბოლო ვერსიებში არსებული მინი-თამაშის ნაწილია.

Edge-ის ახალი ლოგო ტალღას ჰგავს და იმავე შრიფტით არის შესრულებული, რაც Microsoft Office-ის ახალი ლოგოები.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button