სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრისთვის დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით მისი თანასოფლელები ხელმოწერებს აგროვებენ

სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრისთვის დაკავებულ პაატა მაჭარაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ.

მაჭარაშვილის თანასოფლელები აცხადებენ, რომ დაკავებულმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა და სოფელი მას თავდებში უდგება. ადგილობრივებმა 56 წლის პაატა მაჭარაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქვემო ბოდბეში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

პაატა მაჭარაშვილს გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

ქვემო ბოდბეში მცხოვრებმა მაჭარაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი ორი დღის წინ სანადირო თოფით დაჭრა. 31 წლის კობა თარაშვილი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

შემთხვევას მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button