მოკლეს კონგოელი ჟურნალისტი რომელიც ებოლაზე ინფორმაციას მასობრივად ავრცელებდა

კონგოელი ჟურნალისტი, რომელმაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვირუს ებოლას შესახებ ინფორმაცია ფართოდ გაავრცელა, საკუთარ სახლში მოკლეს. ამის შესახებ BBC წერს.

ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებული პირები პეპი მუმბერე მაჰამბას სახლში დაესხნენ თავს და მოკლეს, მისი ცოლი დაჭრეს, სახლს კი ცეცხლი წაუკიდეს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ებოლას გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა. ადამიანები, რომლებიც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იბრძვიან, ხშირად ხდებიან თავდასხმის სამიზნეები.

როგორც BBC-ის აფრიკული გამოცემის რედაქტორი ვილ როსი ამბობს, ჟურნალისტის მკვლელობა სავარაუდოდ უკავშირდება მის ეჭვებს, რომლებიც შეეხებოდა ვირუს ებოლას წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემია 2018 წელს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ვირუსით ინფეცირების 3000 დადასტურებული ფაქტიდან 2000 ადამიანი დაიღუპა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button