“იძულებული გავხდით ხელით გაგვეყვანა სხდომიდან”-რა ხდებოდა სინოდის სხდომაზე

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას სინოდის სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, რადგან “უხამსად” იქცეოდა.

“კიდევ ერთი ტყუილი თქვა მეუფე პეტრემ, რომ ის პატრიარქმა გადააყენა. მეუფე პეტრე გადააყენა წმინდა სინოდმა. სამწუხაროდ არ დაგვიტოვა არანაირი საშუალება, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიგვეღო. ისე მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, ისე უხამსად მოიქცა, ჩვენ იძულებული გავხდით ხელით გაგვეყვანა წმინდა სინოდის სხდომიდან. ხელი მოგვეკიდებინა და გაგვეყვანა. მან უხამსი სიტყვებით უხამსობა ილაპარაკა. საერთოდ მხილება განსხვავდება ცილისწამბისაგან, იმით რომ მხილების დროს ჯერ არგუმენტები იქნება წარმოდგენილი და შემდეგ დასკვნა წარმოდგენილი. ეს არ არის ღირსეული საქციელი” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button