​თავდაცვის მინისტრმა ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გააცილა

გორში, პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების გაცილების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს ქვეყნის ერთგულებისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო ქვეყანაა, რაც ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სწორედ ქართველი სამხედროების დამსახურებაა. სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს მისი გეგმები გააცნო, რაც აღჭურვილობისა და ეკიპირების, ასევე სოციალური, ინფრასტრუქტურული და სადაზღვევო პირობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

რამდენიმე დღეში I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ხოლო II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში სამშვიდობო ოპერაციების შესრულებას შეუდგებიან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button