მამა გიორგი თევდორაშვილი: არავითარი პატრიაქრის ლიკვიდაცია არ იგეგმებოდა

მამა გიორგი თევდორაშვილი მეუფე იაკობ იაკობაშვილის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პატრიარქის ლიკვიდაცია არ იგეგმებოდა.

როგორც მამა გიორგიმ “რუსთავი 2”-თან საუარში აღნიშნა, მისთვის უცნობია შეიკრიბება თუ არა სინოდის საგანგებო სხდომა.

“არავითარი პატრიარქის ლიკვიდაცია არ იგეგმებოდა, არც ჩამოშორებაზე გამიგია მსგავსი რამე. რაც შეეხება სინოდის შეკრებას, ამ შეკითხვებზე სინოდის წევრები გიპასუხებენ, მე ვერ გეტყვით, არვიცი. რაც შეეხება პატრიარქის მდგომარეობას, მე მგონი დამაკმაყოფილებელია. ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს. ახლა შევალ და გავარკვევ რა ვითარებაა საპატრიარქოში. ეკლესიის პოზიცია ყოველთვის არის მიმტევებლობა, შემწყნარებლობა, დალოცვა და ლოცვა კურთხევა“, – განმარტავს მამა გიორგი თევდორაშვილი.

რაც შეეხება, მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის შეწყალებას, სასულიერო პირი აცხადებს, რომ ადრე თუ გვიან მამალაძის შეწყალება მოხდება:

“ალბათ მოვა მაგის დროც. იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – დასძინა სასულიერო პირმა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button