„ეს ყოველივე მიმართულია გიორგი გახარიას წინააღმდეგ“ – კახა კალაძე მეუფე იაკობის განცხადებაზე

„მე მგონია, რომ ეს ყოველივე მიმართულია გიორგი გახარიას წინააღმდეგ“, –  ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებას. 

თბილისის მერის თქმით, მას არ სურს, რომ იყოს იმ განცხადებების მონაწილე, რომელიც მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა.

„მე მაქვს ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენს უწმინდესთან, საპატრიარქოსთან და ჩვენს სარწმუნოებასთან, ამიტომ ნამდვილად არ მინდა გავხდე მონაწილე იმ განცხადებების, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ. ახსნა განმარტებები საჭიროა მოვისმინოთ მეუფე იაკობისგან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button