დაჰაკული საიტები სადაც სააკაშვილი გამოისახა

რამდენიმე წუთია, რაც საქართველოში ათეულობით ვებგვერდი კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. მათ შორისაა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთო სასამართლოების, ბათუმის საკრებულოს, ქუთაისი მუნიციპალიტეტის და სახანძრო დეპარტამენტის ვებგვერდები. აღნიშნულ ვებ მისამართებზე შესვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო დაგხვდებათ წარწერით: “მე დავბრუნდები!”

მსგავსი მგდომარეობაა კერძო ვებგვერდებზე. მათ შორისაა:

მედიის განვითარების ფონდი;
გურიის მოამბე;
თავისუფალი უნივერსიტეტი;
topnews.com.ge
rogor.ge;
arma.ge;
argo.ge;
nova.ge;
inex.ge.

სალომე ზურაბიშვილის ვებ გვერდზე, კიბერ შეტევა განხორციელებულა და მიშას ფოტო – მე დავბრუნდები წარწერით დადებულა.

Posted by Eka Silagadze on Monday, October 28, 2019

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button