“მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდების ხმა ისმოდეს”

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებს მიურატების რეზიდენციაში შეხვდა

“კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების ხმა ისმოდეს და როდესაც მთავრობა გეგმავს სხვადასხვა რეფორმას, პროგრამას, ბიუჯეტს თუ რეგიონის განვითარებას, მომავალ თაობას სიტყვა უნდა ეთქმოდეს. დარწმუნებული ვარ, ამის რესურსიც გაქვთ, ინტელექტიც, შესაძლებლობაც და სურვილიც. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს დღეს ქვეყანაში, მოგწონთ ეს თუ არა, ეს ყველაფერი თქვენია, ამ ქვეყნის მომავალი ხართ თქვენ. ეს არ არის ლამაზი სიტყვები, ეს ობიექტური რეალობაა და ამის გათვალისწინებით, ყველასთვის უკეთესია, თქვენ ამ პროცესებში უკვე დღესვე შეძლებისდაგვარად იყოთ ჩართული. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ის, რაც ერთად უნდა გავაკეთოთ, რადგან თანამედროვე სამყარო იმდენად გლობალიზებულია, არსებობს თავისუფალი არჩევანი, საქართველოს მოქალაქე იყო თუ სამყაროს მოქალაქე, რამდენად დიდი ბმა უნდა გქონდეს იმ ადგილთან,სადაც დაიბადე და გაიზარდე, სად არის ბალანსი ინოვაციებსა და ტრადიციებს შორის. ჩვენ პატარა ერი ვართ და მომავლისკენ მიმართული თითოეული ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად უნდა ეფუძნებოდეს ჩვენს წარსულს. სხვანაირად არსებობს რისკი, რომ უბრალოდ იდენტობა დავკარგოთ, რადიკალურად შევიცვალოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button